ქალაქი დმანისი მდებარეობდა სამხრეთ -აღმოსავლეთის ქვეყნებთან საქართველოს დმაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე. ეს ტრასა მრავალი საუკუნის მანძილზე მოქმედებდა და მას უკანასკნელ დრომდე ,,აქლემის“ ანუ ,,საქარავნო გზას“ უწოდებდნენ. ,,აქლემის გზა" სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა იყო; მის გაყოლებაზე მრავალი გამაგრებული პუნქტი არსებობდა, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანს დმანისი წარმოადგენდა.
ქალაქი დმანისი მდებარეობდა (ფართ.13 ჰა. სამხრეთ-აღმოსავლეთით თბილისიდან 80-ე კილომეტრზე) მდინარე მაშავერასა და ფინეზაურის (ყარასუ) შესართავთან წამოზიდულ კონცხზე. ორივე მდინარეს კლდოვან მთებში ასმეტრიანი ხევები ჩაუჭრია. ასეთი ბუნებრივი სიმაგრისათვის ადამიანს ადრევე მიუქცევია ყურადღება და კონცხი, ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი წლის წინათ, თავის საცხოერებლად უქცევია. V-VII საუკუნეებში იგი უკვე მნიშვნვლოვანი პუნქტი ყოფილა; VII საუკუნეებში აუგიათ საკმაოდ დიდი ტაძარი და დაუარსებიათ საეპისკოპოსო.
ტაძარმა მრავალი გადაკეთება განიცადა. თავდაპირველი სახით მხოლოდ შუა ნავმა მოაღწია. გვერდითი ნაწილები მნიშვნელოვნად არის გადაკეთებული. დმანისის სიონი ნაგებია მცირე ზომის რუხი ფერის მქისედ დამუშვებული ქვით, გამოუყენებიათ აგური და რიყის ქვაც, კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები ამოყვანილია სუფთად გათლილი კვადრებით. გადახურულია ბრტყელი ქვის ფილებით, სამხრეთიდან ტაძარს მიშენებული აქვს კარიბჭე და სანათლავი, ჩრდილოეთიდან - სამკვეთლო. ტაძარი შიგნიდან მოხატული ყოფილა - საკურთხეველში შემორჩენილია წმინდანთა გამოსახულებანი და წარწერები. მოგვიანებით, 1213-1222 წლებს შორის, ლაშა-გიორგის მეფობაში დასავლეთიდან ტაძრისათვის მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭე მიუშენებიათ. იგი ძირითადი ნაგებობისაგან განსხვავდება სტილითია და მორთულობის ხასიათით. კარიბჭეს სამივე ფასადი, ყველა სვეტი და თაღი მოპირკეთებულია ღია მწვანე თლილი ქვის ფილებით; გადახურულია ოთხ ბოძზე ამოყვანილი, თაღბზე დაყრდნობილი კამარით. კარიბჭეს ერთ-ერთ წარწერაში მოხსენიებულია ლაშა-გიორგი. დმანისის სიონის აღმოსავლეთ მხარეს აღმართულია გეგმით ოთხკუთხა სამრეკლო, რომელიც მრავალჯერ არის გადაკეთებული. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით წმ. მარინეს მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესიაა, რომელიც წარწერის თანახმად, განახლებულია 1702 წელს.
XI საუკუნიდან დმანისი უკვე პოლიტიკურადაც დიდ როლს თამაშობდა. აქ მჯდომი არაბთა ამირა კარგა ხანს წინაადმდეგობას უწევდა ქვეყნის გაერთიანების საქმეს. მაგალითად, XI საუკუნის 70-იან წლებში დმანისის ამირა არაბებს ეხმარება მეფე გიორგი II-ს წინააღმდეგ. როგორც შნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი, დმანისი, თანდათანობით საქართველოსა და ამიერკავკასიის ქალაქთა პირველ რიგშ გამოდის.
1123 წელს, დიდგორის ომში გამარჯვების შემდეგ, დავით აღმაშენებელმა თბილისთან ერთად დმანისიც აიღო და იგი ერთიან საქართველოს შემოუმტკიცა. ამის შემდეგ დმანისი დიდი ხნის განმავლობაში მეფეთა კუთვნილი ქალაქი იყო.
მონღოლთა შემოსევებს დმანისიც დაქვეითებისაკენ მიჰყავს, მაგრმ XIII საუკუნეში იგი მაინც მდიდარ ქალაქთა რიცხვს მიეკუთვნება.
დმანისი რომ მდიდარი ქალაქი იყო. ამას ერთი ამბავიც ამტკიცებს: 1171-1172 წლებში მეფე დემეტრემ ვეღარ შესძლო მონღოლთა მიერ შემოწერილი დიდი ხარკის გადახდა. მაშინ ყველაზე მდიდარმა ათაბაგმა სადუნ მანკაბერდელმა იკისრა იგი, მაგრამ სანაცვლოდ დმანისი მოითხოვა. მეფე იძულებული იყო ამ პირობაზე დათანხმებულიყო. სამეფო ქალაქად დმანისი კვლავ მხოლოდ 25 წლის შემდეგ გახდა.
XIV და XV საუკუნეებში დმანისი არა ერთხელ აუოხრებიათ შემოსეულ მტრებს. განსაკუთრებით მძიმე იყო თემურ-ლენგის შემოსევები, რომლის დროსაც საბარათიანო შესამჩნევად დაზარალდა. შემდეგშიაც მრავალჯერ დასდგომია ქალაქს ცუდი დღე, მაგალითად, 1486 წელს თურქებმა იაღუბ-ყაენის მეთაურობით ააოხრეს დმანისი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
XV საუკუნიდან დმანისი უკვე აღარ არის დიდი ქალაქი; XVI საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც ბარათაშვილები გაიყარნენ დმანისის ნახევარი ერთ ძმას, იოთამს ჰრგებია, მეორე ნახევარი - ორბელს.
1578 წელს, მას შემდეგ, რაც ოსმალებმა ქრთლი დაიპყრეს მათ დმანისიც მიიტაცეს და ციხეც სათანადოდ გაამაგრეს. სვიმონ მეფემ დმანისის დაბრუნება მხოლოდ 1583 წელს შესძლო. როგორც ციხე-ქალაქი, იგი XVI საუკუნის ბოლომდე არსებობდა შემდეგ კი მოოხრდა. დმანისში დარჩა მცირე მოსახლეობა, ხოლო ტაძარში არსებობას განაგრძობდა საეპისკოპოსო კათედრა. მაგრამ ვერც მან გაძლო დიდხანს. ყოველ შენთხვევაში, XVIII საუკუნის შუა ხანებში იგი უკვე გაუქმებულია. XVIII საუკუნის პირველ ნახევარში დმანისში ლეკები თარეშობდნენ. მას არც ოსმალ-სპარსელთა რბევა მოჰკლებია. 40-იანი წლების ბოლოს დმანისი ორბელიანთა მთავარი რეზიდენცია და ციხე გახდა. ორბელიანებსავე აღუდგენიათ იგი.
საუკუნეების განმავლობაში რბევა-აოხრებამ გაანადგურა არა მარტო დმანისი, არამედ მთელი ქვემო ქართლი. 50-იანი წლების ბოლოს საბარათიანო და საორბელო დაიცალა მოსახლეობისაგან. იმ თითო-ოროლა კომლმაც, რომელიც მტრების ხოცვა-ჯლეტას გადაურჩა, შიდა ქართლსა და კახეთს შეაფარა თავი. მემატიანეთა სიტყვით ,,აღარსად დარჩა შენობა იმ მსარეს... იყო ცემა ლეკთაგან მარადის და ოხრება საქართველოსა შანა". ქალაქის თავდაცვის სისტემა მრავალჯერაა გადაკეთებული და ამიტომ ციხის თავდაპირველი სახის წარმოდგენა შეუძლებელია. ქალაქის შემოზღუდული ნაწილი ძირითადად ორ ნაწილად უნდა ყოფილიყო გაყოფილი: ერთი თვით ქალაქი იყო, მჭიდროდ დასალებული, ხოლო მეორე - ციტადელი, ქალაქის მფლობელთა სამყოფელი.
ციტადელს საკმაოდ ვრცელი ტერიტორია ეკავა და თვითონაც ორად იყოფოდა. ქვედა ნაწილში აბანო და სხვადასხვა დანიშნულების შენობები იდგა, უფრო დასავლეთით კი რამდენიმე სართულიანი სასახლის ტიპის ნაგებობა.
რადგანაც ქალაქი თითქმის ვერტიკალური კლდოვანი კედლებითაა შემოფარგლული, მისი ძალიან სქელი კედლებით გამაგრება საჭირო აღარ იყო. არსებული ფრაგმენტებით ირკვვვა, რომ სადაც ბუნებრივი დაცვა სუსტი ყოფილა, იქ უფრო მკვიდრ კედლებს აგებდნენ, ხოლო სადაც ეს დაცვა საიმედო იყო, იქ მცირე კედლებითაც კმაყოფილდებოდნენ. რაც შეეხება ციტადელს, ის კონცხის გაგრძელებაზეა აგებული. იქ არ არის ციცაბო კლდეები და ამიტომ ციტადელის ირგვლივ ერთიანი, ათ მეტრამდე სიმაღლის კაპიტალური კედლები აღუმართავთ. კედლებს ალაგ-ალაგ ბურჯები ამაგრებს.
პლატოზე მდებარე ქალაქს წყარო არ ჰქონდა. წყლით მისი მომარაგების საკითხი ქალაქის მშენებლებს ნაცადი ხერხით გადაუწყვეტიათ. ჩრდილო ფერდობზე, მოხერხებულ ადგილას, კედელზე მიყოლებით, გვირაბი მოუშენებიათ. ეს გვირაბი ისეთი ვრცელია, რომ იქ ადვილად შეეძლო სიარული ქალაქის მცხოვრებლებს. გვირაბი ჩადის მდ. მაშავერაზე, რომლის წყალიც ყოველთვის სუფთა და ცივია.
შუა საუკუნეების საქართველოს ამ ოდესღაც დიდი და მდიდარი ქალაქის ნანგრეეებს თავისი გრანდიოზულობით დღესაც განცვიფრებაში მოჰყავს ყოველი მნახველი. ამ ტერიტორიაზე 1936 წლიდან მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები და 1999-2001 წლებში დმანისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა.
დმანისი ჩვენი წარსულის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია.
Wednesday, April 9, 2014

Subscribe to:
Posts (Atom)